ნინო წილოსანი: თუ ვინმეს აქამდე ეჭვი ეპარებოდა, რომ ამ აქციების მიზანი იყო სახელმწიფო გადატრიალება, ამ ვიდეოჩანაწერებმა ნათელი მოჰფინა ყველაფერს

“თუ ვინმეს აქამდე ეჭვი ეპარებოდა, რომ ამ აქციების, ამ ვითომ ევროპის იდეით დემონსტრაციების მიზანი იყო საბოლოო ჯამში სახელმწიფო გადატრიალება, ამ ვიდეოჩანაწერებმა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც იგეგმება რეალობაში, რა თქმა უნდა ნათელი მოჰფინა ყველაფერს,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა “იმედს” განუცხადა.

მან ვიდეოჩანაწერების შესახებ ისაუბრა.

„ორივე ჩანაწერში ვხედავთ, მათ შორის ერთ – ერთ შემთხვევაში „ლელოს“ წარმომადგენლის განზრახვას, როგორ უნდა რომ 200 ადამიანი ბენზინით გადაწვას. მეორე ჩანაწერიც ნათლად გვაჩვენებს, რომ რაზეც უსაფრთხოების სამსახური საუბრობდა მსხვერპლი ამ აქციების დროს, სწორედ ეს არის, რაც ძალიან სჭირდებათ იმისთვის, რომ მუხტი ასწიონ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები