“როდესაც შენი წარმატებისა და ხელისუფლებაში მოსვლისთვის მზად ხარ, რომ ადამიანი გარდაიცვალოს, ამას „ნაცის“ გარდა ვერავინ იკადრებს” – გორდულაძე
“როდესაც შენი წარმატებისა და ხელისუფლებაში მოსვლისთვის მზად ხარ, რომ ადამიანი გარდაიცვალოს, ამას „ნაცის“ გარდა ვერავინ იკადრებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„ამაზე მეტი ამორალური არ შეიძლება, რამე არსებობდეს დედამიწის ზურგზე, როდესაც შენ გინდა, რომ შენი წარმატებისთვის და შენი ხელისუფლებაში თუ ძალაუფლებაში მოსვლისთვის, ადამიანი გარდაიცვალოს. ამას „ნაცის“ გარდა ვერავინ ვერ იკადრებს. ჩვენ კარგად გვახსოვს რას აკეთებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ძალაუფლების განსამტკიცებლად თუ შესანარჩუნებლად. მზად იყვნენ, რომ აქციებზე მაგალითად, ორი ადამიანიც კი მოეკლათ და შემდეგ მათი ცხედრები მოეთავსებინათ ჯიხურის თავზე და ზუსტად იმავეს გამეორება უნდათ ახლაც“, – განაცხადა გორდულაძემ.