ლევან მაჭავარიანი: ეუთო/ოდირის გაშავების კამპანია არჩევნებამდე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე დაიწყეს გახარიამ და ხაზარაძემ თავისი უცხოელი “ბოსების“ დავალებით
“ეუთო/ოდირის გაშავების კამპანია არჩევნებამდე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე დაიწყეს ბატონმა გახარიამ და ბატონმა ხაზარაძემ თავისი უცხოელი “ბოსების“ დავალებით”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას საქართველოში ჩატარებული არჩევნების აღიარება მოუწევს.
“რა თქმა უნდა, წერილში ხაზგასმულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული. იქ ასევე ხაზგასმულია, რომ ნებისმიერი სუბიექტისთვის აბსოლუტურად თავისუფალი გარემო იყო შექმნილი საარჩევნო პროცესების საწარმოებლად. ასევე, ხაზგასმულია, რომ ცესკომ არჩევნების დღის ადმინისტრირება ძალიან მაღალ დონეზე მოახდინა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. რაც შეეხება იმას, რატომ უკეთებენ ამას იგნორს გარე და შიდა აქტორები, ძალიან მარტივი ამოსახსნელია. ახლა ეუთო/ოდირის გაშავების კამპანია არჩევნებამდე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე დაიწყეს ბატონმა გახარიამ და ბატონმა ხაზარაძემ თავისი უცხოელი “ბოსების“ დავალებით. ეს კამპანია გაგრძელდა ევროპარლამენტარების მხრიდან და ვიხილეთ არაერთი შემაშფოთებელი განცხადება მათი მხრიდან. ბოლოს, ფაქტობრივად, ეუთო/ოდირის მისიას კორუმპირებულიც კი უწოდეს, რადგან მათ არ აწყობთ ასეთი შეფასება. ისინი, რომ ამ დასკვნას დაეყრდნონ, მათ მოუწევთ საქართველოში ჩატარებული არჩევნების აღიარება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.