საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ელჩები დაიბარეს

ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სანქციების შესახებ გავრცელებული განცხადებების შემდეგ, ქვეყნების ელჩები საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს.

შეხვედრის დაწყებამდე, ელჩებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ლიეტუვამ და ესტონეთმა საქართველოს მოქალაქეებს ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობის გამო სანქციები დაუწესა.

სანქცირებულთა სიაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე, თეიმურაზ კუპატაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები