რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კელინ ჯორჯესკუს გამარჯვება დაადასტურა

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კელინ ჯორჯესკუს გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა.

ხმების დათვლის შედეგებზე შეტანილი საჩივარი ცხრავე მოსამართლემ უარყო. სასამართლოს განცხადებით, რუმინეთის საარჩევნო კომისიის მიერ ჩატარებულმა აუდიტმა დარღვევები ვერ გამოავლინა.

შეგახსენებთ, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 24 ნოემბერს გაიმართა. ხმათა 22.94 პროცენტით ლიდერობა კელინ ჯორჯესკუმ მოიპოვა. შედეგების გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტობის ორმა კანდიდატმა არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვა.

უცხოური მედიის ცნობით, ნაკლებად ცნობილმა ულტრამემარჯვენე პოპულისტმა და დამოუკიდებელმა კანდიდატმა, მოქმედი პრემიერ-მინისტრი, მარსელ ჩიოლაკუ დაამარცხა. არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს არის დაგეგმილი. ჯორჯესკუ მეორე ტურში პარტია Save Romania Union-ის ლიდერს, რეფორმისტ ელენა ლასკონის შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები