წილოსანი – სალომე ზურაბიშვილზე: უფლებამოსილების ამოწურვის პროცესში ყოველდღე ახალ-ახალ სიგიჟეებს აკეთებს

“ყველა სამართალდამცავმა, ყველა პოლიციელმა, ყველა, მათ შორის, ჯარისკაცმა უნდა გაიგოს, სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტად წოდებული, როგორ აღიქვამს და როგორ აფასებს თავისი ქვეყნის მცველებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას ისაუბრა.

“ეს ადამიანები, სამართალდამცველები, არიან ყოველდღიურ რეჟიმში, განსაკუთრებით ამ აქციების დროსაც ვხედავთ ხომ, რამხელა რისკის ფასად იცავენ მშვიდობას და მოქალაქეთა უსაფრთხოებას ამ ქვეყანაში და როდესაც სალომე ზურაბიშვილი ასე აფასებს ადამიანებს, რომლის წესით მთავარსარდალი უნდა იყოს, უკვე იქ მისი არც მთავარსარდლობა და არც ის სიმბოლური დანიშნულება აღარაფერ კავშირში არ არის არაფერთან. მას უკვე ეწურება უფლებამოსილების ვადა და ამ უფლებამოსილების ამოწურვის პროცესში ყოველდღე ახალ-ახალ სიგიჟეებს აკეთებს“, – აცხადებს ნინო წილოსანი.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ “სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ არიან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები