დიმიტრი ხუნდაძე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაზე: ეს არის დასტური იმისა, რომ უდიდესი ბლეფი და ტყუილია თითქოს სამასი ათასი ხმით გააყალბა ხელისუფლებამ არჩევანი. ეს არის მცდელობა რომ არჩევნების, გარეშე ტყუილით მიიტაცონ ხელისუფლება

პარლამენტის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ეუთო/ოდირის მიერ 20024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნას ეხმიანება. დეპუტატის თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს რომ ქვეყანაში არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა და სპეკულაციები იმის შესახებ, თითქოს ხელისუფლებამ სამასი ათასი ხმა მოიპარა ტყუილია. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ეს სპეკულაციები არის მცდელობა არჩევნების გარეშე, ტყუილით მიიტაცონ ხელისუფლება.

„ის, რომ ქვეყანაში არჩევნები არის ლეგიტიმური ამას ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ უფრო ამყარებს და ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ის, რასაც ჩვენ ხშირად ვისმენთ, თითქოს სამასი ათასი ხმით გააყალბა ხელისუფლებამ არჩევანი, არის უდიდესი ბლეფი, ტყუილი და ეს არის მცდელობა რომ არჩევნების, გარეშე ტყუილით მიიტაცონ ხელისუფლება,”- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები