გურამ მაჭარაშვილი: ლატვიაში და ესტონეთში შეუსვლელობით, ვერ დაემუქრები იმ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირი გაგებით ვიბრძვით საქართველოს სუვერენიტეტისთვის
„მსურს გამოვხატო წყენა – მე ნამდვილად ვიმსახურებდი, რომ ბალტიის ქვეყნების მიერ სანქცირებულთა სიაში ვყოფილიყავი და რა დავაკელი ამ პროცესს არ ვიცი. ეს ნახევრად ხუმრობით”,-ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ისტორიის მინიმალურ დონეზე მცოდნე ადამიანმაც კი იცის, რომ ლატვიაში და ესტონეთში შეუსვლელობით, ვერ დაემუქრები იმ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირი გაგებით, საქართველოს სუვერენიტეტისთვის იბრძვიან.
“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ახლა წყდება საქართველოს სუვერენიტეტის ყოფნა – არ ყოფნის საკითხი. 100% გარანტირებულად საქართველო უკვე გამარჯვებულია, თუმცა მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ჯერ კიდევ არის გამოწვევები.
საქართველოს ისტორიის მინიმალურ დონეზე მცოდნე ადამიანმაც კი იცის, რომ ლატვიაში და ესტონეთში შეუსვლელობით, ვერ დაემუქრები იმ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირი გაგებით ვიბრძვით საქართველოს სუვერენიტეტისთვის. საერთოდ გონზე არ არიან, რას ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლა. ამ სიაში ჩამოთვლილ ადამიანებს დააბრკოლებენ სამშობლოს სიყვარულში, იმით, რომ არ შეუშვებენ ბალტიისპირა ქვეყნებში? ამ გადაწყვეტილებაზე ემჩნევათ რა ჭკუის პატრონები არიან და რას ნიშნავს მათთვის ქვეყნის სიყვარული.
წარმოიდგინეთ, აქაურ რადიკალურ ოპოზიციას კი ჰგონია, რომ ბალტიისპირა ქვეყნები სანქციებს თუ დაგვიწესებენ და ქვეყანაში არ შეგვიშვებენ, ამით საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაზე ვიტყვით უარს. ეს არის ის პროცესი, როცა ვერც აშშ-დან და ვერც ევროკავშირიდან სანქციებით მუქარებმა ვერ შეგვაჩერეს. ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი ქველმოქმედება პოლიტიკაში მოსვლა იყო. ეს ნაბიჯი მან გადადგა თავისი ქვეყნისთვის და საქართველოს სუვერენიტეტისთვის იბრძვის ყოველდღიურად“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.