ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის სამშვიდობო შეთანხმება საფრთხის ქვეშ არის

„ჰეზბოლამ“ შებაას მეურნეობაში, საგუშაგო კოშკთან ახლოს, ისრაელის არმიის პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ისრაელმა სამხრეთ ლიბანის ნაბატიეს რაიონში საჰაერო თავდასხმების სერია განახორციელა. ეს იყო პირველი თავდასხმა მას შემდეგ, რაც ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის გასული კვირის ოთხშაბათს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა.

დაჯგუფებამ განაცხადა, რომ თავდასხმა საგუშაგო კოშკზე იყო „პირველადი გამაფრთხილებელი თავდაცვითი პასუხი“ ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევების წინააღმდეგ.

საპასუხოდ, ისრაელმა სამხრეთ ლიბანის ნაბატიეს რაიონში საჰაერო თავდასხმების სერია განახორციელა.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის სამხედროებმა რამდენიმე დარტყმა გასული კვირის განმავლობაშიც განახორციელეს, მაგრამ უფრო დაბალი ინტენსივობით. ისრაელის მედიამ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთმა ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 52-ჯერ დარღვევაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები