დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პირველი ვიზიტი საფრანგეთში ექნება და ნოტრ-დამის გახსნას დაესწრება

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი საფრანგეთში ექნება და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნას დაესწრება.

„ემანუელ მაკრონმა გასწია შესანიშნავი სამუშაო, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ღვთისმშობლის ტაძრის სრული ბრწყინვალება და მეტიც, ეს იქნება ძალიან განსაკუთრებული დღე ყველასთვის“, – წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი, 2019 წლის აპრილში ხანძრისას დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები