“აქამდე ეს ევროპა ვინ მოიტანა თქვენამდე, თუ არა ჩვენ?!” – ნინო წილოსანი

“აქციის მოთხოვნა რა არის, ვინმემ ზუსტად იცით?”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

“ევროპაში გვინდა? – კი, ჩვენც გვინდა. აბა, აქამდე ეს ევროპა ვინ მოიტანა თქვენამდე, თუ არა ჩვენ?!

“ქართულ ოცნებასთან” ერთად არ გინდათ ევროპა?!

აბა, “ნაცებთან” ერთად გინდათ? – იმდენად წამგებიანია ამის ხმამაღლა გაცხადება, რომ ვერ დაგაცდენინებთ კის.

ალბათ, “ლელოსთან” ერთად გინდათ, რომლის წევრები გუშინ ორასი კაცის ბენზინით დაწვას გეგმავდნენ?

“გახარიასთან” ერთად ხომ არა? გაიხსენეთ, რას ეძახდით გახარიას… გაგახსენდათ?!

ვანდალიზმით და ადამიანების სიცოცხლის ხელყოფით ვერ შევალთ ევროპაში!!!

ჰოდა, აქცია რომელსაც არ აქვს მოთხოვნა, არ აქვს მიზანი და შეუძლია, ბავშვები საკუთარ ბრმა იარაღად გამოიყენოს, ვერ იქნება სამართლიანი ვერც ღირსეული!!,’’ – წერს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები