“ის, რომ ჩვენ უცხოელები გვეუბნებიან – დაეხმარეთ უკრაინელებს და საქართველოში გახსენით მეორე ფრონტი – კატეგორიულად მიუღებელია ქართველი ხალხისთვის” – მაჭარაშვილი
„ჩვენ არაერთი პირდაპირი აღიარებითი ჩვენება მოგვისმენია უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას პატრონობენ საქართველოში, მათ შორის, ისიც აღიარებითი ჩვენებაა, როდესაც ამბობენ, რომ საქართველოში ხედავენ თუ გრძნობენ ფერადი რევოლუციების სუნს – ესაა მათი მიზანი და, ამავდროულად, ამის აღიარებითი ჩვენებაც”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა, რითაც საქართველოს შიდა საქმეებში უცხოელი პოლიტიკოსების ჩართულობას გამოეხმაურა.
“პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ საქართველო და ქართული საზოგადოება მკვეთრად გაზრდილია სახელმწიფოებრივად. საქართველოს სახელმწიფო არის ჩამოყალიბებული და შემდგარი თავისი სახელმწიფო ინსტიტუტებით. არც 2003 წელია, არც 2014 და ეს არც უკრაინა არ არის. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ არაერთი მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მაგრამ ის, რომ ჩვენ უცხოელები გვეუბნებიან – დაეხმარეთ უკრაინელებს და საქართველოში გახსენით მეორე ფრონტი – კატეგორიულად მიუღებელია ქართველი ხალხისთვის”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.