“ეუთოს მისიის ხელმძღვანელის წერილი ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ეუთოს მხარე მზად არის ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასთან” – ბოჭორიშვილი

„წერილი, რომელიც ეუთოს მისიის ხელმძღვანელისგან მივიღეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ცალსახად ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და ცალსახად სახავს მომავალი თანამშრომლობის გეგმებს საქართველოს ხელისუფლებასთან”, – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელისგან მიღებულ წერილს.

“შესაბამისად, ეს არის ერთგვარად აღიარება იმის, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, სადაც ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ წინასაარჩევნო კამპანია ეწარმოებინა. რა თქმა უნდა ეუთოს მხარე მზად არის ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასთან“, – აცხადებს ბოჭორიშვილი.

ცნობისთვის, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის სახელით, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პასკალ ალიზარდი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, რომელშიც საუბარია მომავალი საქმიანობისა და თანამშრომლობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები