“საკითხის ამგვარად დასმა, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ევროკავშირთან ურთიერთობაზე, არის სიცრუე” – მაკა ბოჭორიშვილი

“საკითხის ამგვარად დასმა თითქოს ქართულმა მხარემ, „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ევროკავშირთან ურთიერთობაზე არის სიცრუე”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

„ჩვენგან გაჟღერდა, რომ საქართველო დღის წესრიგში არ დააყენებს მოლაპარაკებების საკითხს 2028 წლამდე, თუმცა, ეს თავისთავად არ გამორიცხავს იმას, რომ პროცესი დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების. სწორედ იმისთვის, რომ ამ საკითხის სპეკულაციურად გამოყენება არ ხდებოდეს საქართველოს პოლიტიკაში და არ დაზიანდეს ევროინტეგრაციის პროცესი, იძულებულები ვართ ამგვარი განცხადება გავაკეთოთ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები