არჩილ გორდულაძე: საინტერესოა, სალომე ზურაბიშვილი თუ აიღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელსაც ეს ბავშვები ახორციელებენ

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი, არჩილ გორდულაძე საპროტესტო აქციებს ამორალურს უწოდებს.

მისი თქმით, არასრულწლოვნებს ძალადობისკენ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს.

“არაფერი არსებობს იმაზე ამორალური, რომ არასრულწლოვანი ფარად დაიყენო და მიუთითო, რომ დაარღვიონ კანონი და იძალადონ, როგორც ჩვენს სამართალდამცველებზე, ასევე მიუთითო, სად უნდა დააზიანონ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა. ამ ამორალურობისკენ მოუწოდებს, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თქვა, რომ პროტესტი უნდა შევიდეს სასწავლებლებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში. საინტერესოა, სალომე ზურაბიშვილი თუ აიღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელსაც ეს ბავშვები ახორციელებენ”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები