პრეზიდენტი: ეს არის მოძრაობა, რომლის მსგავსიც ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა – გზავნილი ნათელია: დამიბრუნეთ ჩემი ხმა! დამიბრუნეთ ჩემი ევროპული მომავალი!

საქართველოს მასშტაბით ხალხი აღუდგა რუსულ მარიონეტულ რეჟიმს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს არის მოძრაობა, რომლის მსგავსიც ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა.

“საქართველოს მასშტაბით ხალხი აღუდგა რუსულ მარიონეტულ რეჟიმს. დედაქალაქიდან ყველაზე პატარა ქალაქებამდე, ეს არის მოძრაობა, რომლის მსგავსიც ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა. გზავნილი ნათელია: დამიბრუნეთ ჩემი ხმა! დამიბრუნეთ ჩემი ევროპული მომავალი!” – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები