გიორგი აბაშიშვილი: თუ ვინმეს ინტერესში იყო „ნამახვანჰესის” გაჩერება, ეს იყო რუსეთი და ვინ გააკეთა ნამახვანის გაჩერებით რუსული საქმე? იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც დღეს აქციაზე დგანან და საუბრობენ ევროკავშირზე

თუ ვინმეს ინტერესში იყო „ნამახვანჰესის” გაჩერება, ეს იყო რუსეთი და ვინ გააკეთა ნამახვანის გაჩერებით რუსული საქმე? იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც დღეს აქციაზე დგანან და საუბრობენ ევროკავშირზე, – ამის შესახებ Business insider-ის დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „იმედი Live” განაცხადა.

მისი თქმით, ნამახვანი ნამდვილად იყო საქართველოს ერთ-ერთი ბრილიანტი და იმედოვნებს, რომ საქართველოში ამ ბრილიანტისთვის ადგილი კიდევ მოიძებნება. მან განმარტა რა დადებითი მხარე ჰქონდა „ნამახვანჰესს” საქართველოსთვის.

„დღეს სულ ვლაპარაკობთ იმაზე, ევროკავშირი თუ რუსეთი. დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ შავი ზღვის კაბელზე, რომელმაც ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. ასევე, საქართველოს აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გვეზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. ჩვენ 2-3 თვე ვართ პროფიციტული, როდესაც ელექტროენერგიას არ ვყიდულობთ და პირიქით – ვყიდით. ეკონომიკური ზრდა რომ არის, ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი ელექტროენერგია გვჭირდება. ჯერ ჩვენ გვიწევს ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება და პარალელურად ჩვენ ვზრუნავთ ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. ნამახვანი ამის შემავსებელი იყო, ანუ საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდება უნდა უზრუნველყო და სხვა წყაროებთან ერთად უზრუნველყოფდა შავი ზღვის კაბელით ენერგოეფექტურობის მიწოდებას“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

მან ასევე განმარტა ვის ინტერესებში შედიოდა „ნამახვანჰესის“ პროექტის გაჩერება.

„ნამახვანი გააჩერეს. ვის ინტერესში შეიძლებოდა ყოფილიყო ნამახვანის გაჩერება? პასუხი ძალიან მარტივია. ვის ინტერესში იყო ნამახვანის ამოქმედება? საქართველოსა და ევროკავშირის. ვის ინტერესში იყო ნამახვანის გაჩერება? რუსეთის. ვინ გააჩერა ნამახვანი? იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც დღეს აქციაზე დგანან და საუბრობენ ევროკავშირზე. ვინ გააკეთა რუსული საქმე ნამახვანის გაჩერების დროს? იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც დღეს საუბრობენ, რომ თურმე ვინმეს ევროკავშირი არ უნდა. მე ძალიან მაინტერესებს ვინ აძლევდა ამ ორგანიზაციებს ფულს. მე არ მგონია, რომ ევროკავშირი საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ აძლევდა ამ ორგანიზაციებს ფულს. მართლა მაინტერესებს“, – განაცხადა აბაშიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები