ზელენსკი – “პუტინი თავის „ორეშნიკს“ იქნევს, რათა ტრამპის სამომავლო ძალისხმევას ომის დასრულებასთან დაკავშირებით, ხელი შეუშალოს”

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ კრემლის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინი ახლა სიტუაციის ესკალაციას ისე ცდილობს, რომ აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ვერ შეძლოს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პუტინს არ სჭირდება ომის დასრულება და მას სურს, ამ ომის დასრულებაში სხვებსაც ხელი შეუშალოს.

“პუტინი „ორეშნიკის“ რაკეტას „იქნევს“ იმისათვის, რომ ჩაშალოს ტრამპის ძალისხმევა, რომელიც ინაუგურაციის შემდეგ აუცილებლად აღსრულდება. სწორედ ამიტომ, პუტინის ესკალაცია ახლა არის ზეწოლა, რათა შემდგომში აიძულოს აშშ-ის პრეზიდენტი, დაეთანხმოს რუსეთის პირობებს”,- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები