სირიელმა ამბოხებულებმა ჩრდილოეთ სირიაში 32-ზე მეტი სოფელი დაიკავეს

სირიელმა ამბოხებულებმა ჩრდილოეთ სირიაში, იდლიბსა და ალეპოში 32-ზე მეტი სოფელი დაიკავეს და 250 კვადრატულ კილომეტრზე დაამყარეს კონტროლი,- ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

სირიელები ქალაქ ალეპოს 5 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ და სამხედრო აეროდრომი დრონებით დაბომბეს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის არმიამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა.

საბრძოლო მოქმედებების ზონა ათობით ათასმა ადამიანმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები