“ცესკომ და სასამართლოებმა კანონიერად ყველა გზა გაიარეს, შედეგები ოფიციალურად გამოცხადებულია; კონსტიტუციის მიხედვით, მეათე დღეს უნდა შეიკრიბოს პარლამენტი” – ქადაგიშვილი

“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სასამართლოებმა კანონიერად ყველა გზა გაიარეს, შედეგები ოფიციალურად გამოცხადებულია, კონსტიტუციის მიხედვით, მეათე დღეს უნდა შეიკრიბოს პარლამენტი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

დეპუტატი საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელს გამოეხმაურა.

“ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე, როდესაც ჩვენ სამართლებრივი, კონკრეტული მოცემულობების ინტერპრეტაციას ვხედავთ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ჩვენ ვიცით, რა არის ოპოზიციასთან დაკავშირებული ან მათი სიმპათიის გამომხატველი გარკვეული ექსპერტების პოზიცია, რომ რამენაირად არსებული არჩევნების შედეგები იქნას გაუქმებული. აქედან გამომდინარე, მათი განცხადებებიც და ინტერპრეტაციებიც სწორედ ამ მიმართულებით არის მიმართული.

ამიტომაც არის, რომ ჩვენი კონსტიტუცია და სამართლის წარმოება გულისხმობს ამას, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სასამართლოებმა კანონიერად ყველა გზა გაიარეს, შედეგები ოფიციალურად გამოცხადებულია, კონსტიტუციის მიხედვით, მეათე დღეს უნდა შეიკრიბოს პარლამენტი. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია განიხილოს რომელიმე საკანონმდებლო ნორმა არის თუ არა წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან და რომ განიხილავს, მერე უნდა დაადგინოს, ამ ნორმას სჭირდება ელემენტარულად გამოსწორება თუ სხვა რაღაც ნაბიჯების გადადგმა”, – განმარტა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები