ირაკლი ზარქუა: ბოკერიას „ჩერგო“ ამბიციურია, მას უნდა ლიდერობა და სააკაშვილი არ დაუთმობს

ბოკერიას „ჩერგო“ ამბიციურია, იმას უნდა ლიდერობა და ამას სააკაშვილი არ დაუთმობს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუა განაცხადა.

მისივე თქმით, პირველობას არც ერთი დათმობს. იძულებული არიან ამ რაღაც გაუგებარ პლატფორმაში ერთად იყვნენ, რადგან დაკვეთილი აქვთ საზღვარგარეთიდან

„გვარამიასაც რომ ჰკითხო მმართველია და ჭიჭე ვაშაძეც არ დაგავიწყდეთ, პრემიერობისთვის მზად არის. არც ანა დოლიძე დაგვავიწყდეს, ჩავაბაროთ 4 მილიონიანი ქვეყანა. ყველას რომ ჰკითხო გადამრჩენელია. ბუნებრივია პირველობას არც ერთი დათმობს. იძულებული არიან ამ რაღაც გაუგებარ პლატფორმაში ერთად იყვნენ, რადგან დაკვეთილი აქვთ საზღვარგარეთიდან“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები