„გაგრამ“ „დინამო თბილისი“ 1:0 დაამარცხა
„დინამო არენაზე“ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს „გაგრა“ და „დინამო თბილისი“ შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა საფეხბურთო კლუბ „გაგრის“ უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
ეროვნული ლიგის შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, მთავრობის წევრებთან და კლუბ „გაგრის“ გულშემატკივრებთან ერთად დაესწრო.
„ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ გუნდის მხარდაჭერა, რადგან ის აფხაზეთთან მჭიდრო სიმბოლური კავშირის მატარებელია. საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ თითოეული თამაში გვიბრუნებს იმ ემოციებს, რომელიც ჩვენი კუთხის მიმართ არსებობს და ასე ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.