“მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაც დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ურთულეს გამოწვევებს გაართვას თავი,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს.
„პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს. ვფიქრობ, რომ მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაც დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ისეთ ურთულეს გამოწვევებს გაართვას თავი, როგორიც არის სახელმწიფოს წინააღმდეგ არეულობების, თუ სხვადასხვა გადატრიალების მცდელობები. ვფიქრობ, რომ ის საუკეთესო იქნება სახელმწიფო მინისტრის პოზიციაზე. გეკა გელაძესთან დაკავშირებული ცვლილება და სულხან თამაზაშვილის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე წარდგენა პოზიტიური ცვლილებებია“, – აღნიშნა წილოსანმა.
შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.