სწრაფი სესხი 24/7: თანხის დამტკიცება შაბათს -კვირას ან ღამით

დღეს იმდენად აქტიურ რეჟიმში ვცხოვრობთ, რომ სრულიად ჩვეულებრივი ამბავია მოულოდნელი ხარჯი შაბათს ღამის 3 საათზე გაჩნდეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსური დაწესებულებების უმეტესობა საღამოს საათებში და შაბათ-კვირას არ მუშაობს, არასტანდარტულ საათებში ფინანსური რესურსის მოძიება ძალიან რთულდება.

სწორედ ასეთი სიტუაციებისთვის შეიქმნა კრედო ბანკის ციფრული სესხი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს საჭირო თანხა მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს ანგარიშზე, ყველაზე მოულოდნელი სიტუაციის დროსაც კი.

სწრაფი სესხი 24/7: რა განასხვავებს კრედო ბანკის სესხს ციფრულად სტანდარტული სესხებისგან

საქართველოში ფინანსური ინსტიტუტების უმეტესობა განაცხადს ონლაინ სესხებზე კვლავაც მხოლოდ სამუშაო საათების განმავლობაში იხილავს.

თუ მომხმარებელს თანხა ღამით ან უქმეებზე სჭირდება, შეიძლება პროცესი იმაზე მეტად გაიწელოს, ვიდრე მისთვის კომფორტულია. კრედო ბანკის ონლაინ სესხი სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა. განაცხადის შევსება და თანხის მიღება დასვენების დღეებსა და ღამის საათებშიც შესაძლებელია.

ვის შეუძლია აიღოს სესხი ციფრულად?

ქართულ საძიებო სისტემებში ხშირად ჩნდება ფრაზა სესხი შემოსავლის გარეშე, რაც ძირითადად მიუთითებს, რომ ბევრს არასტანდარტული ან არაოფიციალური შემოსავლის მქონე პირების საჭიროებებზე. კრედო ბანკი არ მოითხოვს ოფიციალურ დარიცხულ ხელფასს და მაქსიმალურად ითვალისწინებს დასაქმების განსხვავებულ ფორმებს.

სესხის აღება უპრობლემოდ შეუძლიათ თვითდასაქმებულ პირებს, მაგალითად ტაქსის მძღოლებს, ხელოსნებსა და სტილისტებს. ასევე განიხილება საზღვარგარეთიდან მიღებული ფულადი გზავნილები, აგროსაქმიანობა და მცირე ბიზნესი. ხშირად ხელზე აღებული გასამრჯელოც კი საკმარისია განაცხადის დასამტკიცებლად.

რას სთავაზობს მომხმარებლებს კრედო ბანკი?

სესხის აღებისას მთავარია შეარჩიო ფინანსური დაწესებულება, რომელიც უკვე დიდი ხანია ოპერირებს, გამოცდილება დააგროვა და, თან, სანდო რეპუტაცია აქვს – ასე მაქსიმალურად ამცირებ დაფარული ხარჯებისა და არასამართლიანი პირობების რისკებს. კრედო ბანკი ქართულ ბაზარზე 20 წელზე მეტია ოპერირებს და 500 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

როგორ მუშაობს დაფინანსების პროცესი

ბაზარზე არსებული შეთავაზებები ხშირად იძლევა არარეალისტურ დაპირებებს სისწრაფეზე. მომხმარებლები ხშირად ეძებენ ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა სესხი 5 წუთში. რეალურად, დრო დამოკიდებულია შიდა პროცედურებსა და განაცხადის სირთულეზე. მაგალითად, კრედო ბანკში სესხი ციფრულად განაცხადის განხილვასა და დამტკიცებას უმეტეს შემთხვევაში 30 წუთამდე დრო სჭირდება.

განაცხადის შევსების პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია. დაინტერესებული პირი იწერს Mycredo აპლიკაციას და გადის ავტორიზაციას სახის ამომცნობი ფუნქციონალის დახმარებით. ამის შემდეგ ირჩევს სასურველ პროდუქტს და ავსებს მოთხოვნას. დამატებითი სიმარტივისთვის კრედო ბანკის ვებგვერდზე განთავსებულია დეტალური ვიდეო ინსტრუქცია, რომელიც მომხმარებელს ნაბიჯებს ვიზუალურად უხსნის. პასუხი მოდის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. ხელშეკრულებაზე დათანხმებაც დისტანციურად ხდება მობაილ ბანკის მეშვეობით.

სესხი ციფრულად ფარგლებში შეგიძლია 20 000 ლარამდე თანხა მიიღო, ხოლო დაფარვის ვადა 4 თვითდან 48 თვემდე მერყეობს. სესხი შეგიძლია აიღო პირადი მიზნებისთვის (სამედიცინო საჭიროებები, სწავლა, მოგზაურობა და ა.შ) და ბიზნესის განვითარებისთვისაც. კრედო ბანკი მომხმარებლის მიზნობრიობას არ ზღუდავს, თანხის ჩარიცხვა კი ხდება პირდაპირ ანგარიშზე განაცხადის დადასტურებისთანავე. უარის მიღების შემთხვევაში მოთხოვნის ხელახლა დაფიქსირება შესაძლებელია 30 დღის გასვლის შემდეგ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები