არჩილ გორდულაძე: წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით
“დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით. იგი გააძლიერებს ჩვენს გუნდს,” – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, შეუძლებელია ადამიანმა ვერ დაინახოს ის მნიშვნელოვანი სისტემური წინსვლა, რომელიც ამ უმნიშვნელოვანეს სამინისტროში უზრუნველყო თავის გუნდთან ერთად მამუკა მდინარაძემ.
„დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით. იგი გააძლიერებს ჩვენს გუნდს. ბატონ გეკა გელაძესაც გადავუხდით მადლობას. შეუძლებელია ადამიანმა ვერ დაინახოს ის მნიშვნელოვანი სისტემური წინსვლა, რომელიც ამ უმნიშვნელოვანეს სამინისტროში უზრუნველყო თავის გუნდთან ერთად. მამუკა მდინარაძე ახალ პოზიციაზე, ვიცე-პრემიერის რანგში კოორდინაციას გაუწევს ძალოვან სისტემას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და სამშობლოსთვის“, – აღნიშნა გორდულაძემ.
შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.