მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ დედის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფსიქოლოგიურად ძალადობდა დედაზე, 1964 წელს დაბადებულ ლ.ა.-ზე. ასევე, სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.
პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.ა. ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 – წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.