ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება გამოაცხადა.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, სამხედრო ძალებს ბლოკადის გაგრძელების შესახებ მითითება მისცა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად არის დაქსაქსული, რაც მოულოდნელი არ არის და ფელდმარშალ ასიმ მუნირისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფის საფუძველზე, ჩვენ მოგვმართეს თხოვნით, შევაჩეროთ ირანზე თავდასხმა მანამ, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ. ამიტომ, მე მივეცი მითითება ჩვენს სამხედროებს, გააგრძელონ ბლოკადა და ყველა სხვა ასპექტში დარჩნენ მზადყოფნაში და შესაბამისად, გავაგრძელებ ცეცხლის შეწყვეტას მანამ, სანამ მათი წინადადება წარდგენილი იქნება და დისკუსიები დასრულდება, ასე თუ ისე“, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა 22 აპრილს იწურებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები