AP: ვენსმა ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ვიზიტი გააუქმა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ირანთან მოლაპარაკებებისთვის ისლამაბადში ვიზიტი გააუქმა, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, რომელიც მოლაპარაკებების გაგრძელების შემთხვევაში ამერიკულ დელეგაციას უხელმძღვანელებდა, პაკისტანში ვიზიტი გააუქმა“, – წერს Associated Press-ი.

მანამდე, „ნიუ-იორკ თაიმსმა“, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვენსის ვიზიტი ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებებისთვის განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. მიზეზი თეირანის მხრიდან ვაშინგტონის მოლაპარაკებების პოზიციებზე რეაგირების არარსებობა იყო. თუმცა, გაზეთის ცნობით, ვენსის ვიზიტი ოფიციალურად ჯერ გაუქმებული არ ყოფილა. მოგვიანებით, ირანულმა საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანის გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ოთხშაბათს აშშ-თან მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, საბოლოო იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები