ქაჰრამანმარაშში, სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმის ჩამდენი ისა არას მერსლინის დედა, პეიმან პინარ მერსლინი დააკავეს.
ქაჰრამანმარაშის პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოზარდის დედა ექიმების რეკომენდაციების უგულებელყოფისთვის დააკავეს, რომლებიც მისი შვილის ფსიქიატრიული მკურნალობისთვის იყო საჭირო.
ამან, სავარაუდოდ, ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას, რამაც სიკვდილი და სხეულის დაზიანება გამოიწვია.
პროკურატურამ დაადგინა, რომ სკოლაში თავდასხმამდე ორი სხვადასხვა დაწესებულების ფსიქოლოგებმა მკურნალობა ურჩიეს, თუმცა დედამ ეს უგულებელყო და შესაბამის სამედიცინო დახმარებას არ მიმართა.
პროკურატურამ ფინარ პეიმან მერსლინის დაპატიმრება შვილის ფსიქოლოგიური პრობლემების მკურნალობისას გამოვლენილი დაუდევრობისთვის მოითხოვა, სასამართლომ კი ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ფინარ პეიმან მერსინლის, მასწავლებელს, სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობა მიესაჯა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება.