თურქეთის საჰაერო ძალების ვერტმფრენი ანკარასთან ახლოს ჩამოვარდა

თურქეთის საჰაერო ძალების სატრანსპორტო ვერტმფრენი ანკარის პროვინციაში ჩამოვარდა, ეკიპაჟის წევრებს შორის არავინ დაშავებულა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ანკარის პროვინციის თემელის რაიონში სასწავლო ფრენის დროს CH-47 ტიპის მძიმე სატრანსპორტო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავარიის მიზეზი ჯერ არ არის დადგენილი. ეკიპაჟი უსაფრთხო ადგილასაა“, – ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები