პუტინი ბრაზილიაში G20-ის სამიტს არ დაესწრება
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის არ დაესწრება G20-ის სამიტს ბრაზილიაში.
როგორც European Pravda რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, ამის შესახებ კრემლის ლიდერმა BRICS-ის წევრი ქვეყნების ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.
კითხვაზე, წავა თუ არა ის ბრაზილიაში მასზე გაცემული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის გათვალისწინებით, პუტინმა უპასუხა: „რა, სპეციალურად წავალ იქ, რომ ამ ფორუმის ნორმალური მუშაობა დავარღვიო?“.
„ყველას მშვენივრად გვესმის, რომ ეს სსსს-ც [სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო] რომ გამოვრიცხოთ, ყველა საუბარი მხოლოდ ამაზე იქნება. ფაქტობრივად ჩავშლით „ოცეულის“ მუშაობას. რისთვის?
კრემლის ლიდერმა პირობა დადო, რომ იპოვის ადამიანს, რომელიც „ბრაზილიაში ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მაღალ დონეზე ადეკვატურად წარმოაჩენს“.