2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა და 829.8 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა

2026 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 0.5%-ით გაიზარდა, კვარტალური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 829.8 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარი-მარტის პერიოდში ტურიზმიდან ყველაზე მეტი შემოსავალი შემოვიდა: ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან (140.7 მლნ. დოლარი, წილი 17.0%),

წელს პირველ სამ თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან(გაიზარდა 37.6 მლნ. აშშ. დოლარით, 36.4%-ით და 140.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, თურქეთიდან გაიზარდა 13.1 მლნ. აშშ. დოლარით, 12.2%-ით და 120.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. საუდის არაბეთიდან გაიზარდა 4.1 მლნ. აშშ. დოლარით, 47.6%-ით და 12.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები