პაატა პატიაშვილმა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მონიკა რენატა ბოლანიოს პერეზს უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაატა პატიაშვილმა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში პარტნიორობის დაწყების შესაძლებლობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოში გვატემალის სამხედრო, საზღვაო და საჰაერო ატაშეს დანიშვნა ხელს შეუწყობს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები