იტალიაში სუროგაციისთვის საზღვარგარეთ გამგზავრება აიკრძალა

იტალიაში სუროგაციის მიზნით წყვილების საზღვარგარეთ გამგზავრება აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ნაბიჯით იტალიამ სუროგაციაზე არსებული აკრძალვა გააფართოვა და ახლა ის ვრცელდება იმ წყვილებზეც, რომლებიც ამ მომსახურებას იმ ქვეყნებში ეძებენ, სადაც ეს ლეგალურია, მაგალითად, აშშ-ში ან კანადაში. კანონის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა, პირებს ორ წლამდე პატიმრობა და მილიონ ევრომდე ჯარიმა დაეკისროთ.

კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კანონი, რომელიც იტალიის ულტრამემარჯვენე მმართველი პარტიის მიერ არის შემოთავაზებული, LGBT წყვილების წინააღმდეგაა მიმართული, რომლებსაც – რომლებსაც ქვეყანაში შვილად აყვანის ან ხელოვნური განაყოფიერების უფლება არ აქვთ.

აღნიშნულ კანონს იტალიის სენატში 84 მხარდამჭერი და 58-ის მოწინააღმდეგე ჰყავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები