პესკოვმა ზელენსკის „გამარჯვების გეგმას“ წინდაუხედავი უწოდა

კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმას“ წინდაუხედავი უწოდა.

როგორც პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზელენსკი კონფლიქტში ნატოს ბლოკის ჩართვის ფორმალიზებას ცდილობს და სწორედ ამას ისახავს მიზნად ის „გეგმა“, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი პროპაგანდას უწევს.

„გეგმის“ მთავარი მინუსი არის ის, რომ ზელენსკის სურს ნატოს პირდაპირი ჩართვის ფორმალიზება უკრაინის ირგვლივ კონფლიქტში. ეს არის არსი იმისა, რაც, ყოველ შემთხვევაში, ითქვა, რამაც მსოფლიო საზოგადოებამდე მიაღწია. ანუ ამბობს: კი, ბიჭებო, ადრეც მონაწილეობდით, ოღონდ არაოფიციალურად. ახლა დავაფიქსიროთ, რომ ნატო აქ დგას. ეს არის წინდაუხედავი, უგუნური და ალოგიკური მის სიტუაციაში“, – თქვა კრემლის წარმომადგენელმა.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, ეს არ არის სამშვიდობო გეგმა, ეს არის სიტუაციის შემდგომი ამაღლების გეგმა, რათა ბლოკი [ნატო] და რუსეთის ფედერაცია შეჯახების ზღვარზე მიიყვანოს, რაც, რა თქმა უნდა, უკვე სავსეა სრულიად განსხვავებული შედეგებით.

„ევროპელების რეაქციიდან, ნატოს რეაქციიდანაც კი ვხედავთ, რომ მათ სულაც არ უხარიათ ასეთი ალოგიკური და, გულწრფელად რომ ვთქვათ, სულელური წინადადებების მოსმენა“, – დასძინა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები