IDF-მ „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობა ოფიციალურად დაადასტურა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში პალესტინური მოძრაობა „ჰამასის“ ხელმძღვანელის, იაჰია სინვარის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

„ისრაელის თავდაცვის ძალები და გენერალური უშიშროების სამსახური ადასტურებენ, რომ გუშინ, 2024 წლის 16 ოქტომბერს, ისრაელის სამხედროების სამხრეთ სარდლობამ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი იაჰია სინვარი მოკლეს. ეს მოხდა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ჩატარებული ოპერაციის დროს. იაჰია სინვარმა დაგეგმა და განახორციელა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტა, ის ავრცელებდა თავის მკვლელ იდეოლოგიას როგორც ომამდე, ისე ომის დროს და პასუხისმგებელი იყო მრავალი ისრაელელის მკვლელობასა და გატაცებაზე“, – ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები