რუსეთი ისრაელს აფრთხილებს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა არც კი განიხილოს

რუსეთი აფრთხილებს ისრაელს, არც კი განიხილოს ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი აცხადებს.

1 ოქტომბერს, ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ ისრაელს შეეძლო ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმა განეხორციელებინა, რადგან ამის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში იმუქრებოდა.

”ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ და ვაგრძელებთ გაფრთხილებას, რომ ისრაელმა, თუნდაც ჰიპოთეტურად, არ განიხილოს ირანის ბირთვულ ობიექტებზე და ატომურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა,” – განაცხადა რიაბკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები