ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან გაერთიანებას ოფიციალურად უარყოფს

ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა, რომ ქვეყნის ახალი კონსტიტუცია სამხრეთ კორეას „მტრულ სახელმწიფოდ“ მოიაზრებს. ამრიგად, ფხენიანმა სეულთან გაერთიანების გეგმები უარყო.

ჩრდილოეთ კორეის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გზებისა და რკინიგზის ჩრდილოეთ მონაკვეთების ბოლოდროინდელი განადგურება, გარდაუვალი და კანონიერი ღონისძიება იყო, რომელიც მიღებული იქნა ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად.

მანამდე, ჩრდილოეთ კორეამ 15 ოქტომბერს ააფეთქა გზები სამხრეთ კორეაში. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს გზები ოდესღაც კორეის თანამშრომლობის სიმბოლოდ ითვლებოდა და ფხენიანის ჟესტი, შეიძლება, სამხრეთის მიმართ მტრობის დემონსტრირებად ჩაითვალოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები