იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის ორგანიზებით იუსტიციის პროფესიული დღე აღინიშნა
11 ოქტომბერს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის ორგანიზებით იუსტიციის პროფესიული დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაზე მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს აფხაზი იურისტების ღვაწლს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, განსაკუთრებით აფხაზეთის ომისა და ომის შემდგომ პერიოდში.
„კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და მთავრობის წარმომადგენლებმა მიმართეს.
საზეიმო მიღებაზე აფხაზი ღვაწლმოსილი იურისტები ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობის სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები, სამართლის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.