ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 141-მდე გაიზარდა

გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე, ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა მიაღწია 2 141-ს მიაღწია, დაშავდა 10 099 მშვიდობიანი მოქალაქე, – ამის შესახებ ნათქვამია ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

„აგრესიის დაწყებიდან დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 141 ადამიანს მიაღწია, დაშავდა 10 099 მოქალაქე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 22 ადამიანი დაიღუპა და 80 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები