უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გადაიდო

უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც გერმანიაში, რამშტაინის ავიაბაზაზე 12 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, გადაიდო,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შეხვედრის გადადების ოფიციალური მიზეზი არ სახელდება, მაგრამ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს, შესაძლოა, იმას უკავშირდებოდეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოსალოდნელი ქარიშხლის, „მილტონის“ გამო გერმანიაში ჩასვლა გადაიფიქრა.

ჯგუფის შეხვედრის ახალი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. შესაძლოა ის 17-18 ოქტომბერს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან ერთად ჩატარდეს.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი 2022 წელს შეიქმნა. მისი პირველი სხდომა 2022 წლის 26 აპრილს გერმანიაში, რამშტაინის ავიაბაზაზე გაიმართა. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი 50-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები