ქარიშხალ „მილტონის“ გამო, ბაიდენმა ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანება დაამტკიცა
ქარიშხალ „მილტონის“ გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანება დაამტკიცა.
თეთრი სახლის ლიდერმა ფლორიდის მოსახლეობას მოუწოდა, რომ ევაკუაციის ბრძანებას დაემორჩილონ.
ბაიდენის თქმით, „მილტონი“ შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ქარიშხალი იყოს აშშ-ში, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში ფლორიდაში ყოფილა.
„ღმერთმა ქნას, რომ ეს ასე არ მოხდეს, თუმცა ამჟამად ასე ჩანს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.