პენტაგონში აცხადებენ, რომ იოავ გალანტმა აშშ-ში ვიზიტი გადადო

პენტაგონში აცხადებენ, რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა აშშ-ში ვიზიტი გადადო.

გალანტი შეერთებულ შტატებში უახლოეს საათებში უნდა გაფრენილიყო, სადაც ხვალ აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯეიკ სალივანს უნდა შეხვედროდა.

„ჩვენ ახლახან შეგვატყობინეს, რომ მინისტრი გალანტი გადადებს თავის მოგზაურობას ვაშინგტონში. მდივანი ლოიდ ოსტინი მოუთმენლად ელოდება მასთან შეხვედრას. ოსტინს კარგი ურთიერთობა აქვს გალანტთან. ისინი რჩებიან მუდმივ კომუნიკაციაში, იქნება ეს აქ პირისპირ შეხვედრა, თუ სატელეფონო ზარები“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, საბრინა სინგმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გალანტის ვიზიტს ბლოკავს, რადგან მას სურს, ჯერ ბაიდენთან ისაუბროს ისრაელის დაგეგმილი საპასუხო მოქმედების შესახებ ირანის წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები