„ჰეზბოლას“ მოკლული ლიდერის მემკვიდრე, სავარაუდოდ, ლიკვიდირებულია

“ჰეზბოლას” ახალი მეთაური, სავარაუდოდ, მოკლულია,- განცხადება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

გალანტის თქმით, ჰეზბოლას ახალი მეთაური, ჰაშემ საფიედდინი, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფების მოკლული ლიდერი, ჰასან ნასრალა უნდა ჩაენაცვლებინა, სავარაუდოდ, გასულ კვირას ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა.

“ჰეზბოლა“ – ეს ულიდერო ორგანიზაციაა. ნასრალა ლიკვიდირებულია, მისი შემცვლელი, სავარაუდოდ, ასევე ლიკვიდირებულია. ეს უდიდეს გავლენას ახდენს ყველაფერზე, რაც ხდება. ვერავინ იღებს გადაწყვეტილებებს, ვერავინ მოქმედებს“, – თქვა გალანტმა.

მისი აზრით, ისრაელის მოქმედებას ახლა მთელი ახლო აღმოსავლეთი ადევნებს თვალს.

“როცა ლიბანის თავზე კვამლი გაიფანტება, ირანში მიხვდებიან, რომ მათ „ჰეზბოლას“ სახით ყველაზე ღირებული აქტივი დაკარგეს“, – დასძინა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები