ჰეზბოლას ლიდერი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის მცდელობებს მხარს უჭერს

დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერის მოადგილემ ნაიმ კასემმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ლიბანში ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას,- ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს.

მედიის მტკიცებით, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა კასემმა ღაზის სექტორში სამშვიდობო შეთანხმება ახსენა, როგორც ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობა.

კასემის თქმით, „ჰეზბოლა“ ლიბანის პარლამენტის თავმჯდომარის, ნაბიჰ ბერის მცდელობას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევაში მხარს უჭერს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ბერის მიერ წარმოებულ პოლიტიკურ აქტივობას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ეხება. ნებისმიერ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საკითხი მომწიფდება, სხვა დეტალებზე მსჯელობა შესაძლებელი გახდება, ხოლო თუ მტერი [ისრაელი] გააგრძელებს ომს, ყველაფერი ბრძოლის ველზე გადაწყდება“, – განაცხადა კასემმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები