აშშ-ის დაზვერვა: რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის, ხოლო ირანი კამალა ჰარისის გამარჯვებითაა დაინტერესებული

აშშ-ის დაზვერვის ცნობით, რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის, ხოლო ირანი კამალა ჰარისის გამარჯვებითაა დაინტერესებული,- ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

სტატიის თანახმად, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ოფისის დირექტორის უკანასკნელი ანგარიშიდან ირკვევა, რომ აშშ-ის არჩევნებზე ზეგავლენის მცდელობის შემთხვევების უმეტესობა რუსეთს, ირანსა და ჩინეთს უკავშირდება.

აშშ-ის დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ რუსეთს და ირანს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე სხვადასხვა ფავორიტი ჰყავთ. კერძოდ, რუსეთი ატარებს კამპანიას, რომლის მიზანია, არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსი ტრამპს ჰქონდეს, ირანის ძალისხმევა კი მიმართულია კამალა ჰარისის კამპანიის მხარდაჭერისკენ.

აშშ-ის სპეცსამსახურების ცნობით, მოსალოდნელია, რომ გარე აქტორები გააგრძელებენ საკუთარ კამპანიებს და არჩევნების შედეგების ვალიდურობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები