მფრინავი თეფშები რენესანსის ტილოებზე
რენესანსის ეპოქამ მსოფლიო ხელოვნებას უამრავი უკვდავი ნიმუში აჩუქა. იმ პერიოდის ტილოებზე დომინირებს რელიგიურ თემაზე შესრულებული სურათები, ძირითადად, მაცხოვრის ან წმინდანების ცხოვრებიდან. თუ ყურადღებით დაუკვირდებით რენესანსის შედევრებს, საკმაოდ უცნაურ კოსმოსურ სხეულებსა და ფიგურებს აღმოვაჩენთ, რომლებიც რაღაცის მინიშნებას ცდილობენ. მათზე გამოსახულნი არიან სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლები, ადამიანები სკაფანდრებში, ლაზერული სხივებით და უცნაური ნათებებით. იმ ეპოქაში პალეოკოსმონავტიკის თეორია საერთოდ არ არსებობდა, თუმცა რენესანსის ტილოები თანამედროვე მკვლევარებისთვის აღნიშნული თეორიის მართებულების სერიოზული არგუმენტი გახდა.