შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოებს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოებს ეწვია. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრი დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს, ასევე, თანამშრომლებს გაესაუბრა და დანაყოფის აღჭურვილობა დაათვალიერა. სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მონაწილეობით გამართულ საჩვენებელ ტაქტიკურ წვრთნებს დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები