ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე მაკა ბოჭორიშვილმა ტრადიციული ფასეულობების მნიშვნელობაზე ისაუბრა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ოჯახურ ღირებულებებს, ტრადიციებსა და საზოგადოების საფუძვლად ქცეულ ფასეულობებს ქვეყნის განვითარებისათვის განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. ამის შესახებ მან მსვლელობის დროს, მედიასთან ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული დღის მნიშვნელობაზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის დროსაც გაკეთდა აქცენტი.
„გავიხსენებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა ამ დღის მნიშვნელობა. როდესაც ფასეულობებს, ტრადიციებს ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საფუძვლებს ექცევა ყურადღება, იმიტომ, რომ ამაზე დგას ჩვენი საზოგადოება, იმ ფასეულობებზე, რაც შემონახულია ოჯახში, ჩვენს ტრადიციებში და მნიშვნელოვანია, რომ ამას ყველაფერს სათანადო ყურადღება დავუთმოთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ოჯახში დაცული ფასეულობები და ტრადიციები საზოგადოების სიმტკიცისა და მომავალი თაობების აღზრდის მნიშვნელოვანი საფუძველია.