პაატა სალია: ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საყრდენია – ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის გააკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ საქართველოში რაც შეიძლება, მეტი ძლიერი ოჯახი იყოს
საქართველო მრავალსაუკუნოვანი ქვეყანაა და სწორედ ტრადიციებმა მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე და ჩვენი მთავარი ტრადიციები არის სწორედ ოჯახისა და მშობლების პატივისცემა. შესაბამისად, სწორედ ეს არის ის ძირითადი, მნიშვნელოვანი ტრადიციები, რამაც ქართველი ერი დღემდე მოიყვანა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის რომ ქვეყანაში რაც შეიძლება, მეტი ძლიერი ოჯახი იყოს.
„ვხედავთ, რომ დღეს მსოფლიოში ძალიან დიდი გამოწვევებია ტრადიციული ღირებულებების მიმართ და გვიხარია, რომ საქართველოში ასეთი ერთიანობა არსებობს ერში ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა, ახალმა თაობამაც გაითავისოს ეს ტრადიციები, რაც ჩვენ წინაპრებისგან მოგვდევს და ეს ტრადიციები თაობიდან თაობას უნდა გადავცეთ. ძლიერი ოჯახი არის ძლიერი სახელმწიფოს საყრდენი, საფუძველი და, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის გააკეთებს მაქსიმუმს, იმისთვის რომ საქართველოში რაც შეიძლება, მეტი ძლიერი ოჯახი იყოს“, – განაცხადა სალიამ.